2020-2021 სასწავლო წლის სადამრიგებლო ანგარიში


2020-2021 წლის სადამრიგებლო პროგრამის  ანგარიში

    

    მე-5 კლასში ირიცხება 24 მოსწავლე. 13 ბიჭი და 11 გოგო. სექტემბერში მოვიდა 2 ახალი მოსწავლე. მიმდინარე სასწავლო წელს ჩემი მოვალეობის განხორციელება დავიწყე სამოქმედო გეგმის შედგენით. სასწავლო დაწყებამდე შევხვდი მშობლებს და მოსწავლეებს დავურიგე სახელმძღვანელოები ხელშეკრულების საფუძველზე და ყურადღება გავამახვილე მოსალოდნელ სირთულეებსა და ცვლილებებზე. კლასში შექმნილია სწავლისა და სწავლებისათვის უსაფრთხო გარემო. მოსწავლეები ინფორმირებულნი არიან თავიანთი უფლება-მოვალეობების შესახებ. სწავლება მიმდინარეობს სამინისტროს მოთხოვნათა შესაბამისად. მოსწავლეებს ჩამოყალიბებული აქვთ კრიტიკული, შემოქმედებითი, თავისუფალი აზრის დაფიქსირების, სხვისი აზრის მოსმენისა და პატივისცემის, გუნდური და კონსტრუქციული თანამშრომლობის უნარ-ჩვევები. ჩატარდა მშობელთა კრებები. საჭიროებისამებრ ხდებოდა მათთან ინდივიდუალური შეხვედრები. პირველ გაკვეთილზე ბავშვებს წარვუდგინე სამკერდე ნიშნები სულ 11 ცალი, რომელიც ბავშვებში ჩამოაყალიბებს მიზანდასახულ, ზრდილობიან, ბეჯით, პასუხისმგებლიან და კეთილ ადამიანებად. პირველი სემესტრის ბოლოს ჩავატარე ტესტირება ყველა საგანში (ბავშვები რომ მიეჩვიო სემესტრის ბოლოს ტესტირებებს და მათ მიერ ცოდნის მიღებაა იყოს აღქმული არა რროგორც "გაკვეთილისთვის" არამედ რაიმე გრძელვადიან პერიოდზე გათვლილი გარკვეული "ჯილდოს" მიღებისათვის, რაც მოსწავლეებში განავითარებს მიზანდასახულობას, სიბეჯითეს, გრძელვადიანი მიზნების დასახვასა და ანალიზს), რომლის შედეგებიც ინდივიდუალურად გავაცანი მოსწავლეებსა და მშობლებს და მივეცი რჩევა თუ რომელი განხრით სჭირდებოდა ბავშვs დახმარება რომ ზამთრის არდადეგებზე ემუშავა მათზე. პირველი სემესტრის დასასრულს გავაკეთე პრეზენტაცია და გავაცანი მოსწავლეებს  პირველი სემესტრის განმავლობაში მათ მიერ ჩადენილი კარგი „გმირობები“, ჩავატარე ფარული გამოკითხვა მოსწავლეებსა( რადგან მოსწავლეები მიეჩვიონ ურთიერთშეფასებას, კარგი თვისებების ჩამოყალიბებაში, არა " მასწავლებლისათვის", არამედ მისი საკუთარი მიზნისათვის და პიროვნების ჩამოყალიბებისათვის) და მასწავლებლებს შორის თუ ვინ რომელ სამკერდე ნიშანს იმსახურებდა რომლის მიხედვითაც ბავშვებს გადაეცათ შესაბამისი სამკერდე ნიშნები. მეორე სემესტის დასაწყისშიც შევახსენე ბავშვებს სამკერდე ნიშნის მისაღებად რა მოქმედებები იყო მათ მიერ გასაკეთებელი და შემდეგ ვაკვირდებოდი მთელი სემესტრის განმავლობაში. ბავშვების უმრავლესობამ დაისახა გარკვეული სამკერდე ნიშნის მიღება მიზნად და მთელი სემესტრის განმავლობაში ცდილობდნენ ჩაედინათ მის მისაღებად საჭირო მოქმედებები. ჩავატარე ონლაინ ოლიმპიადა kahoot-ით „ვინ უკეთ იცის მათემატიკა“. სადამრიგებლო სააათის ფარგლებში მოვაწყვეთ დისკუსია თემაზე "მეგობრობა", "ზრდილობა ადამიანის საუკეთესო თვისებაა",  „ ჩემი უბნის/ქალაქის გარემოს დაცვა“. ვისაუბრეთ თემაზე " ურთიერთობა თანატოლებთან და უფროსებთან, რომლის მიზანი იყო თაანატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობისას მოუსმინონ და უკეთ გაიგონ ერთმანეთს, ამ თემაის განხილვა იყო მეტად მნიშვნელოვანი , რადგან ამ პერიოდში გახშირდა თანატოლებს შორის დაპირისპირება. პერიოდულად საჭიროებისამებრ ხდებოდა მშობელთა ინფორმირება. ვერიდებოდით ორგანიზებულ, " მასშტაბურ შეხვედრებს" , ექსკურსიებს პანდემიის გამო. სასწავლო წლის ბოლოს ისევ ჩატარდა ყველა საგანში ტესტირება რომლითაც გამოვლინდა და გადაეცა ყველა საგანში ყველაზე კარგად შესრულებული ტესტის მქონე მოსწავლეს  " ყველაზე ნიჭიერის" სამკერდე ნიშანი, ასევე ისევ მოსწავლეთა და მასწავლებელთა საერთო გადაწყვეტილებით ბავშვებს დაურიგდათ შესაბამისი სამკერდე ნიშნები( მინდა ავღნიშნო რომ ერთ-ერთმა მოსწავლემ ის, რაც დაისახა მიზნად მიეღო წლის ბოლოს სამკერდე ნიშანი " მიზანდასახული" არა იმიტომ რომ ის მოსწავლე იყო ყველაზე საუკეთესო შედეგების მოსწავლე არამედ იმ ცვლილებისათვის რომელითაც მან ყველაზე მეტად "გაზარდა" საკუთარი თავი). მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა შიდა მათემატიკის ორტურიან ოლიმპიადაში და და ერთ ერთი გუნდი გავიდა მესამე ადგილზე ხოლო კაპიტანმა აიღო "ყველაზე საზრიანი კაპიტნის" წოდება, როგორც ყველაზე მეტი სწორი პასუხის მქონემ. სასწავლო წლის დასრულებისას მშობლებს გავაცანი თითოეული ბავშვის მიღწევები და შედეგები.

 

 

Comments

Popular posts from this blog

სადამრიგებლო საათი

სახალწლო ღონისძიება კლასის მორთვა