ინტეგრირებული გაკვეთილი
2021 წლის ივნისის თვეში კათედრათა თანამშრომლობის საფუძველზე ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ბუნებისმეტყველებასა და მათემატიკაში, სადაც მოსწავლეებს უნდა ეპოვათ სკოლის ეზოში დამალული "განძი", დასაწყისისათვის მოსწავლეებს გადაეცათ პირველი მინიშნება რომლის დაშიფვრის შედეგად მივიდოდნენ მეორე მინიშნებასთან და ასე მინიშნება მინიშნებით მთავარ "განძთან", ამ მინიშნების გაშიფვრისა და პოვნისათვის ბავშვებს ჭირდებოდათ ცოდნა მათემატიკასა და ბუნებაში. დაბრკოლებების მიუხედავად ბავშვები სიხარულით შეხვდნენ აღნიშნულ აქტივობას და გოგონების გუნდი აღმოჩნდა მეტად ორგანიზებული და გუნდურები, შესაბამისად მათ პირველებმა იპოვეს დამალული საგანძური და პირველებმა გახსნეს სამციფრიანი კოდის მქონე ბოქლომი. გამარჯვებულებმა გამოიჩინეს სულგრძელობა და მოპოვებული "განძი" თანაბრად გაუყვეს წაგებულებს.
Comments
Post a Comment