მაისის თვეში ჩატარდა შიდა სასკოლო მათემატიკის ოლიმპიადა ორ ტურად მეხუთე კლასელებს შორის. პირველ ტურში გამარჯვებულები შეხვდნენ ერთმანეთს მეორე ტურში სადაც მძიმე დაპირისპირებაში გაიმარჯვა მე-5 ბ კლასის გოგონათა გუნდმა , მეორე ადგილზე გავიდა მე-5ა კლასის გუნდი "ტვინიკოსები" , მესამე ადგილი ღირსეულად დაიმსახურეს მე-5ბ კლასის ბიჭების გუნდმა, ხოლო ყველაზე საზრიანი კაპიტნის ტიტული აიღო მე-5ა კლასის გუნდ "ტვინიკოსების" კაპიტანმა გიორგი აბჟანდაძემ ყველაზე მეტი სწორი პასუხის გაცემისათვის.
თებერვლის თვეში მონაწილეობა მივიღე ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში ჩატარებულ კონფერენციაში, სადაც წარვადგინე საკუთარი შექმნილი კომპლექსური დავალებები, მათი დანერგვის გზები, და შედეგები.
2021 წლის 9 დეკემბერს გაიმართა შიდა სასკოლო ოლიმპიადა სადაც მონაწილეობა მიიღეს მე-6ა, მე-6ბ, მე-6გ კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულმა გუნდებმა: ვუნდერკინდები, მათემატიკოსები, ტვინიკოსები, უჩიჰა, კარგი მოწინააღმდეგეები, ვარსკვლავები. ასევე ოლიმპიადის ჟიურის წევრები იყვნენ მე-6 კლასები, ოლიმპიადა მიმდინარეობდა დაძაბულ ფონზე გუნდების უმრავლესობამ დააგროვა ერთნაირი ქულების რაოდენობა, რის გამოც დაინიშნა რამოდენიმე დამატებითი კითხვები საბოლოოდ გამოვლინდნენ გამარჯვებულები. პირველი ადგილი დამაჯერებლად დაიკავა ვუნდერკინდებმა, მეორე ადგილისათვის ბრძოლაში დაწინაურდა გუნდი მათემატიკოსები, ხოლო მესამე ადგილზე გავიდა ჭკუის კოლოფები. ყველაზე საზრიანის ტიტული კი მოიპოვა გუნდ მათემატიკოსების კაპიტანმა ლიზი შარაშენიძემ. შემდეგ თვეებშიც გაგრძელდება ოლიმპიადა და ჟიურის წევრები და ასევე წამყვანიც იქნებიან მე-6 კლასის მოსწავლეები.
Comments
Post a Comment