Posts

Showing posts from June, 2021

ტრენინგი მაინკრაფტში

Image
 ოქტომბერ- ნოემბერში გავიარე ტრენინგი მაინკრაფტის შესახებ

მაინკრაფტის პროექტში ჩატარებული კონფერენცია

 იანვრის თვეში მივიღე მონაწილეობა კონფერენციაში მაინკრაფტის სასკოლო გარემოში დანერგვაზე, სადაც საქართველოს მასშტაბით მსურველ მასწავლებლებს გავაცანი მოსწავლეთა ნამუშევრები და მათი აზრები სასწავლო პროცესში მაინკრაფტის დანერგვასთან დაკავშირებით

ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში ჩტარებული კონფერენცია

თებერვლის  თვეში მონაწილეობა მივიღე ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში ჩატარებულ კონფერენციაში, სადაც წარვადგინე საკუთარი შექმნილი კომპლექსური დავალებები, მათი დანერგვის გზები, და შედეგები.

ინტეგრირებული გაკვეთილი

Image
 2021 წლის ივნისის თვეში კათედრათა თანამშრომლობის საფუძველზე ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ბუნებისმეტყველებასა და მათემატიკაში, სადაც მოსწავლეებს უნდა ეპოვათ სკოლის ეზოში დამალული "განძი", დასაწყისისათვის მოსწავლეებს გადაეცათ პირველი მინიშნება რომლის დაშიფვრის შედეგად მივიდოდნენ მეორე მინიშნებასთან და ასე მინიშნება მინიშნებით მთავარ "განძთან", ამ მინიშნების გაშიფვრისა და პოვნისათვის ბავშვებს ჭირდებოდათ ცოდნა მათემატიკასა და ბუნებაში. დაბრკოლებების მიუხედავად ბავშვები სიხარულით შეხვდნენ აღნიშნულ აქტივობას და გოგონების გუნდი აღმოჩნდა მეტად ორგანიზებული და გუნდურები, შესაბამისად მათ პირველებმა იპოვეს დამალული საგანძური და პირველებმა გახსნეს სამციფრიანი კოდის მქონე ბოქლომი. გამარჯვებულებმა გამოიჩინეს სულგრძელობა და მოპოვებული "განძი" თანაბრად გაუყვეს წაგებულებს.  

მათემატიკის ოლიმპიადა

Image
   მაისის თვეში ჩატარდა შიდა სასკოლო მათემატიკის ოლიმპიადა ორ ტურად მეხუთე კლასელებს შორის. პირველ ტურში გამარჯვებულები შეხვდნენ ერთმანეთს მეორე ტურში სადაც მძიმე დაპირისპირებაში გაიმარჯვა მე-5 ბ კლასის გოგონათა გუნდმა , მეორე ადგილზე გავიდა მე-5ა კლასის გუნდი "ტვინიკოსები" , მესამე ადგილი ღირსეულად დაიმსახურეს მე-5ბ კლასის ბიჭების გუნდმა, ხოლო ყველაზე საზრიანი კაპიტნის ტიტული აიღო მე-5ა კლასის გუნდ "ტვინიკოსების" კაპიტანმა გიორგი აბჟანდაძემ ყველაზე მეტი სწორი პასუხის გაცემისათვის.

2020-2021 სასწავლო წლის სადამრიგებლო ანგარიში

2020-2021 წლის სადამრიგებლო პროგრამის  ანგარიში           მე -5 ა კლასში ირიცხება 24 მოსწავლე . 13 ბიჭი და 11 გოგო . სექტემბერში მოვიდა 2 ახალი მოსწავლე . მიმდინარე სასწავლო წელს ჩემი მოვალეობის განხორციელება დავიწყე სამოქმედო გეგმის შედგენით . სასწავლო დაწყებამდე შევხვდი მშობლებს და მოსწავლეებს დავურიგე სახელმძღვანელოები ხელშეკრულების საფუძველზე და ყურადღება გავამახვილე მოსალოდნელ სირთულეებსა და ცვლილებებზე . კლასში შექმნილია სწავლისა და სწავლებისათვის უსაფრთხო გარემო . მოსწავლეები ინფორმირებულნი არიან თავიანთი უფლება - მოვალეობების შესახებ . სწავლება მიმდინარეობს სამინისტროს მოთხოვნათა შესაბამისად . მოსწავლეებს ჩამოყალიბებული აქვთ კრიტიკული , შემოქმედებითი , თავისუფალი აზრის დაფიქსირების , სხვისი აზრის მოსმენისა და პატივისცემის , გუნდური და კონსტრუქციული თანამშრომლობის უნარ - ჩვევები . ჩატარდა მშობელთა კრებები . საჭიროებისამებრ ხდებოდა მათთან ინდივიდუალური შეხვედრები . პირველ გაკვეთილზე ბავშვებს წარვუდგინე სამკერდ