სამკერდე ნიშნები

     2020-2021 წლის დასაწყისისათვის კლასს წარვუდგინე სამკერდე ნიშნები. თითეული მათგანი გამოხატავდა ადამიანის იმ თვისებას , რომელიც საჭიროა ჰარმონიული ადამიანის ჩამოსაყალიბებლად. თითეულ სამკერდე ნიშნის მისაღებად მოსწავლეებს წინ უნდა წამოეწიათ და გამოეყენებინათ მათი საუკეთესო თვისებები, აღმოეჩინათ,  ესწავლათ, ეცადათ  და გაეთავისებინათ ის თვისებები რომლის დახმარებითაც "ჰომოსაპიენსს" ვუწოდებთ "ადამიანს". სამკერდე ნიშნის დარიგება დაეხმარება თითეულ მოსწავლეს იპოვოს საკუთარ თავში ძალა რომლის საშუალებითაც ის "შებოჭავს" მის "ცუდ" ქცევებს და უფრო მეტ გასაქანს "კარგ" თვისებებს მიცემს, რომლებიც დროთა განმავლობაში ხასიათში გადავა. გარდა ამისა, რადგან სამკერდე ნიშნის მოსაპოვებლად მათ მხოლოდ ერთი კარგი ქმედების ჩადენა კი არ უწევთ არამედ მთელი სემესტრის განმავლობაში უნდა შეძლონ და რაც შეიძლება მეტი  კარგი ქცევებით  დაამახსოვრონ თავი გარშემომყოფებს, ანუ მათ უწევთ გრძელვადიან პერიოდზე "იმუშაონ" რათა მიიღონ სასურველი სამკერდე ნიშანი, რაც მათში გამოიწვევს მიზანდასახულობას. რაც შეეხება სამკერდე ნიშნების მინიჭებას, მასში მონაწილეობა მიიღო მასწავლებლებმა და თავად ბავშვებმა. ბავშვების ჩართულობა სამკერდე ნიშნის მინიჭების პროცესში გამოიწვევს იმ ფაქტს, რომ ბავშვებმა მასწავლებლების წინაშე კი არ "ითამაშონ" კარგი ქცევებით, არამედ მათ თანატოლებს მოექცნენ ზრდილობიანად, მეგობრულად, ჰუმანურად, რადგანაც მათი თანატოლი არის ის ვინც რეალურად ხედავს და აფასებს მას. აგრეთვე ბავშვები მიეჩვევიან და ისწავლიან ადამიანთა ობიექტურ და კრიტიკულ შეფასება. 


Comments

Popular posts from this blog

2020-2021 სასწავლო წლის სადამრიგებლო ანგარიში

სადამრიგებლო საათი

სახალწლო ღონისძიება კლასის მორთვა