Posts

Showing posts from 2021

სამკერდე ნიშნები

Image
 2021 წლის დასასრულს მე-6 ა კლასის მოსწავლეებს გადაეცათ სამკერდე ნიშნები, იმისათვსი რომ მიეღოთ მათთვის სასურველი ჯილდო საჭირო იყო განვლილი სემესტრის განმავლობაში საზოგადოების წინაშე მათი ქმედებები შესაბამისობაში ყოფილიყო სამკერდე ნიშნის წოდებასთან მიმართებაში, ხოლო 2021 წლის ბოლოს მასწავლებლებისა და მოსწავლეების გადაწყვეტილებით სამკერდე ნიშნები გადაეცათ შემდეგ ბავშვებს

სეკრეტ სანტა

Image
 2021 წლის მიწურულს, მე-6 ა კლასის მოსწავლეებთან ერთად ვითამაშე ყველასათვის საყვარელიი საახალწლო თამაში საიდუმლო სანტა, სადაც ბავშვებთან ერთად საიდუმლოდ ამოვიღეთ სახელები ერთი თვით ადრე და დავიწყეთ სიურპრიზების გაკეთება, ხოლო წლის ბოლოს ერთმანეთს გადავეცით "საიდუმლო სანტებისგან"  მოტანილი საჩუქრები.

მათემატიკის შიდა სასკოლო ოლიმპიადა 09,12,2021

Image
  2021 წლის 9 დეკემბერს გაიმართა შიდა სასკოლო ოლიმპიადა სადაც მონაწილეობა მიიღეს მე-6ა, მე-6ბ, მე-6გ კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულმა გუნდებმა: ვუნდერკინდები, მათემატიკოსები, ტვინიკოსები, უჩიჰა, კარგი მოწინააღმდეგეები, ვარსკვლავები. ასევე ოლიმპიადის ჟიურის წევრები იყვნენ მე-6 კლასები, ოლიმპიადა მიმდინარეობდა დაძაბულ ფონზე გუნდების უმრავლესობამ დააგროვა ერთნაირი ქულების რაოდენობა, რის გამოც დაინიშნა რამოდენიმე დამატებითი კითხვები საბოლოოდ გამოვლინდნენ გამარჯვებულები. პირველი ადგილი დამაჯერებლად დაიკავა ვუნდერკინდებმა, მეორე ადგილისათვის ბრძოლაში დაწინაურდა გუნდი მათემატიკოსები, ხოლო მესამე ადგილზე გავიდა ჭკუის კოლოფები. ყველაზე საზრიანის ტიტული კი მოიპოვა გუნდ მათემატიკოსების კაპიტანმა ლიზი შარაშენიძემ. შემდეგ თვეებშიც გაგრძელდება ოლიმპიადა და ჟიურის წევრები და ასევე წამყვანიც იქნებიან მე-6 კლასის მოსწავლეები.

ტრენინგი მაინკრაფტში

Image
 ოქტომბერ- ნოემბერში გავიარე ტრენინგი მაინკრაფტის შესახებ

მაინკრაფტის პროექტში ჩატარებული კონფერენცია

 იანვრის თვეში მივიღე მონაწილეობა კონფერენციაში მაინკრაფტის სასკოლო გარემოში დანერგვაზე, სადაც საქართველოს მასშტაბით მსურველ მასწავლებლებს გავაცანი მოსწავლეთა ნამუშევრები და მათი აზრები სასწავლო პროცესში მაინკრაფტის დანერგვასთან დაკავშირებით

ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში ჩტარებული კონფერენცია

თებერვლის  თვეში მონაწილეობა მივიღე ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში ჩატარებულ კონფერენციაში, სადაც წარვადგინე საკუთარი შექმნილი კომპლექსური დავალებები, მათი დანერგვის გზები, და შედეგები.

ინტეგრირებული გაკვეთილი

Image
 2021 წლის ივნისის თვეში კათედრათა თანამშრომლობის საფუძველზე ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ბუნებისმეტყველებასა და მათემატიკაში, სადაც მოსწავლეებს უნდა ეპოვათ სკოლის ეზოში დამალული "განძი", დასაწყისისათვის მოსწავლეებს გადაეცათ პირველი მინიშნება რომლის დაშიფვრის შედეგად მივიდოდნენ მეორე მინიშნებასთან და ასე მინიშნება მინიშნებით მთავარ "განძთან", ამ მინიშნების გაშიფვრისა და პოვნისათვის ბავშვებს ჭირდებოდათ ცოდნა მათემატიკასა და ბუნებაში. დაბრკოლებების მიუხედავად ბავშვები სიხარულით შეხვდნენ აღნიშნულ აქტივობას და გოგონების გუნდი აღმოჩნდა მეტად ორგანიზებული და გუნდურები, შესაბამისად მათ პირველებმა იპოვეს დამალული საგანძური და პირველებმა გახსნეს სამციფრიანი კოდის მქონე ბოქლომი. გამარჯვებულებმა გამოიჩინეს სულგრძელობა და მოპოვებული "განძი" თანაბრად გაუყვეს წაგებულებს.  

მათემატიკის ოლიმპიადა

Image
   მაისის თვეში ჩატარდა შიდა სასკოლო მათემატიკის ოლიმპიადა ორ ტურად მეხუთე კლასელებს შორის. პირველ ტურში გამარჯვებულები შეხვდნენ ერთმანეთს მეორე ტურში სადაც მძიმე დაპირისპირებაში გაიმარჯვა მე-5 ბ კლასის გოგონათა გუნდმა , მეორე ადგილზე გავიდა მე-5ა კლასის გუნდი "ტვინიკოსები" , მესამე ადგილი ღირსეულად დაიმსახურეს მე-5ბ კლასის ბიჭების გუნდმა, ხოლო ყველაზე საზრიანი კაპიტნის ტიტული აიღო მე-5ა კლასის გუნდ "ტვინიკოსების" კაპიტანმა გიორგი აბჟანდაძემ ყველაზე მეტი სწორი პასუხის გაცემისათვის.

2020-2021 სასწავლო წლის სადამრიგებლო ანგარიში

2020-2021 წლის სადამრიგებლო პროგრამის  ანგარიში           მე -5 ა კლასში ირიცხება 24 მოსწავლე . 13 ბიჭი და 11 გოგო . სექტემბერში მოვიდა 2 ახალი მოსწავლე . მიმდინარე სასწავლო წელს ჩემი მოვალეობის განხორციელება დავიწყე სამოქმედო გეგმის შედგენით . სასწავლო დაწყებამდე შევხვდი მშობლებს და მოსწავლეებს დავურიგე სახელმძღვანელოები ხელშეკრულების საფუძველზე და ყურადღება გავამახვილე მოსალოდნელ სირთულეებსა და ცვლილებებზე . კლასში შექმნილია სწავლისა და სწავლებისათვის უსაფრთხო გარემო . მოსწავლეები ინფორმირებულნი არიან თავიანთი უფლება - მოვალეობების შესახებ . სწავლება მიმდინარეობს სამინისტროს მოთხოვნათა შესაბამისად . მოსწავლეებს ჩამოყალიბებული აქვთ კრიტიკული , შემოქმედებითი , თავისუფალი აზრის დაფიქსირების , სხვისი აზრის მოსმენისა და პატივისცემის , გუნდური და კონსტრუქციული თანამშრომლობის უნარ - ჩვევები . ჩატარდა მშობელთა კრებები . საჭიროებისამებრ ხდებოდა მათთან ინდივიდუალური შეხვედრები . პირველ გაკვეთილზე ბავშვებს წარვუდგინე სამკერდ