Posts

თამბაქოს მავნე ზეგავლენა

 2023 წლის 9 თებერვალ ჩავატარე მინი ლექცია  თამბაქოს მავნე ზეგავლენაზე, რომლის ფარგლებშიც ვისაუბრეთ რა გავლენას ახდენს თამბაქოს კვამლი ადამიანის ჯამრთელობაზე

სამკერდე ნიშნებით დაჯილდოება

 2022 წლის დასასრულს მე-7 ა კლასის მოსწავლეებს გადაეცათ სამკერდე ნიშნები, იმისათვის რომ მიეღოთ მათთვის სასურველი ჯილდო საჭირო იყო განვლილი  სემესტრის განმავლობაში საზოგადოების წინაშე მათი ქმედებები შესაბამისობაში ყოფილიყო სამკერდე ნიშნის წოდებასთან მიმართებაში, დარიგდა შემდეგი სახის სამკერდე ნიშნები: ორგანიზატორი, პასუხისმგებლიანი, კეთილი, ბეჯითი, მოწესრიგებული, საუკეთესო მოსწავლე, დამცველი, სამართლიანი, ყველაზე ჭკვიანი და თავაზიანი. ხოლო 2022 წლის ბოლოს მასწავლებლებისა და მოსწავლეების გადაწყვეტილებით სამკერდე ნიშნები გადაეცათ  ბავშვებს

სახალწლო ღონისძიება კლასის მორთვა

 სემესტრის ბოლოს ახალი წლის შესახვედრად კლასმა დავიწყეთ მზადება, პირველ რიგში გავწმინდეთ კედლები და მერხები, მოვრთეთ ნაძვის ხე და ოთახი, გავათამაშეთ სეკრეტ სანტა.

მაინკრაფტის ფინალი

Image
 2022 წლის 19 ნოემბერს  ჩატარდა მაინქრაფთის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი რომელიც კვლავ ჩაატარა მე-7 კლასის მოსწავლეებმა შოთა ჭოლოკავამ და იაგო არზიანმა. ჟიურის წევრები გახვლათ სკოლის დირექტორი ქ-ნი მარინა ისკაკოვა, ისტის მასწავლებელი ქ-ნი ნათია კამკამიძე და მათემატიკის მასწავლებელი გიორგი პერანიძე . მოსწავლეებმა მაინკრაფტში ააშენეს პირამიდა მისი შიდა ინტერიერით და გარე ინტერიერით. მოსწავლეთა ნაშრომები ძალიან რეალისტური იყო. გამოვლინდა გამარჯვებულები #პირველი ადგილი დაიკავა ილია ოქროჭელიძემ და მედეა კოპალაძემ #მეორე ადგილი დაიკავა თენგიზ კორძაძემ და სანდრო კლდიაშვილმა #მესამე ადგილი დაიკავა ილია გულორდავამ და გიორგი მეტრეველმა

იაზროვნე ლოგიკურად

Image
  #ქ .ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში ჩატარდა ოლიმპიადა ,,იაზროვნე ლოგიკურად" 7-8 კლასებში. რომელიც ჩაატარეს მე-7 კლასელებმა ანა კელენჯერიძემ, ანასტასია სტურუამ და იაგო არზიანმა გამოვლინდნენ 1,2 და 3 ადგილოსნები: #პირველი ადგილი დაიკავა გუნდმა: ,,მეგატვინებმა".(7ა) (ვულოცავ გუნდს ამ წარმატებას) #მეორე ადგილი დაიკავა გუნდმა: ,,მზეთუნახავებმა".(7ბ) #მესამე ადგილი დაიკავა გუნდმა: ,,ვირტუოზებმა".(8ბ) ყველა გუნდს გადაეცა მონაწილეობის სერთიფიკატი. ასევე მადლობის სიგელი გადაეცა Giorgi Peranidze გაწეული დახმარებისთვის,ბოლომდე გვედგა გვერდში. (მადლობა კიდევ ერთხელ მას ) ასევე მადლობას ვუხდით Salo Tevdoradze დახმარებისთვის. მადლობას ვუხდით სკოლის ადმინისტრაციას გაწეული დახმარებისთვის. მე, როგორც ორგანიზატორი,ძალიან კმაყოფილი დავრჩი ამ დღით. P.S ბევრი სასაცილო პასუხებიც მივიღეთ

მათემატიკის ოლიმპიადა მესამეკლასელებისათვის

სადამრიგებლო საათი

 წარმატებული მოსწავლის ეტალონი (20 სექტემბერი) მსგავსება და განსხვავება. სხვა ქვეყნის წესჩვეულებები და მათი "მიმღებლობა" ურთიერთობა განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანებთან (31 ოქტომბერი) საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, აქტიური მოქალაქე. ემეგობრე სამართალდამცავებს (ნოემბერი) საახალწლო ღონისძიება კლასის მორთვა დაჯილდოება სამკერდე ნიშნებით თამბაქოს მავნე ზეგავლენა   მინი დისკუსია „ რას ნიშნავს ვიყო მზრუნველი და ვეხმარებოდე სხვებს“      3 მარტი დედის დღე.(საჩუქარი დედას ბავშვებისგან) დისკუსია " უკვე დიდი ვარ" 9 აპრილი  დისკუსია "ბუნებრივი კატასტროფების შემცირება" 2022-2023 სასწავლო წლის გ ეგმა 2022-2023 სასწავლო წლის  ანგარიში