Posts

სასკოლო ექსკურსია

 2021-2022 სასაწავლო წლის დასასრულს წავედით ექსკურსიაზე სადაც მოვინახულეთ

ექსკურსია რაჭაში

Image
 2022-2023 სასწავლო წლის ბოლოს წავედით რაჭაში, სადაც მოვინახულეთ ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარი, ამბროლაურის ცენტრი, სიყვარულის ჩანჩქერი, ნიკორწმინდა, შაორი, ცხრაჯვარი

სადამრიგებლო საათი ბუნებრივი კატასტროფების შემცირების გზები

 27 აპრილს სადამრიგებლო საათის ფარგლებში ვისაუბრეთ და განვიხილეთ ბუნებრივი კატასტროფების შემცირების გზები

სადამრიგებლო საათი- 9 აპრილი

 9 აპრილის დღესთან დაკავშირებით ფორმსის კითხვარის შევსების შემდეგ განვიხილეთ და ვისაუბრეთ 9 აპრილის დღის მნიშვნელობაზე

სადამრიგებლო საათი უკვე დიდი ვარ

Image
 23 მარტს ჩავატარე სადამრიგებლო საათი , რომლის ფარგლებშიც ბავშვებთან ერთად ვისაუბრეთ რას ნიშნავს  "დიდობა", უნდა განსხვავდებოდეს თუ არა და განსხვავდება თუ არა სკოლანდელი მათი უფლებები და მოვალეობები ახლა მათ უფლებებსა და მოვალეობებთან შედარებით. 

დედის დღე

 3 მარტს დედებს მე-7ა კლასმა მიუძღვნა სიმღერა იხილეთ ვიდეო

მინი დისკუსია „ რას ნიშნავს ვიყო მზრუნველი და ვეხმარებოდე სხვებს“

 2023 წლის 22 თებერვალს სადამრიგებლო საათის ფარგლებში  დაგეგმილი ღონისძიება გადმოიწია 15 თებერვალს, სადაც მოწვეული გვყავდა სტუმარი, რომელთან ერთადაც მოვაწყვეთ მინი დისკუსია  თუ რას ნიშნავს იყო მზრუნველი და დახმარების ხელი გაუწოდო სხვას. მოწვეული გვყავდა სტუმრად სასულიერო პირი, რომელმაც ისაუბრა ზრუნვასა და დახმარებაზე ბოლოს კი გაიმართა დისკუსია ამ საკითხზე. 

თამბაქოს მავნე ზეგავლენა

 2023 წლის 9 თებერვალ ჩავატარე მინი ლექცია  თამბაქოს მავნე ზეგავლენაზე, რომლის ფარგლებშიც ვისაუბრეთ რა გავლენას ახდენს თამბაქოს კვამლი ადამიანის ჯამრთელობაზე

სამკერდე ნიშნებით დაჯილდოება

 2022 წლის დასასრულს მე-7 ა კლასის მოსწავლეებს გადაეცათ სამკერდე ნიშნები, იმისათვის რომ მიეღოთ მათთვის სასურველი ჯილდო საჭირო იყო განვლილი  სემესტრის განმავლობაში საზოგადოების წინაშე მათი ქმედებები შესაბამისობაში ყოფილიყო სამკერდე ნიშნის წოდებასთან მიმართებაში, დარიგდა შემდეგი სახის სამკერდე ნიშნები: ორგანიზატორი, პასუხისმგებლიანი, კეთილი, ბეჯითი, მოწესრიგებული, საუკეთესო მოსწავლე, დამცველი, სამართლიანი, ყველაზე ჭკვიანი და თავაზიანი. ხოლო 2022 წლის ბოლოს მასწავლებლებისა და მოსწავლეების გადაწყვეტილებით სამკერდე ნიშნები გადაეცათ  ბავშვებს

სახალწლო ღონისძიება კლასის მორთვა

 სემესტრის ბოლოს ახალი წლის შესახვედრად კლასმა დავიწყეთ მზადება, პირველ რიგში გავწმინდეთ კედლები და მერხები, მოვრთეთ ნაძვის ხე და ოთახი, გავათამაშეთ სეკრეტ სანტა.

მაინკრაფტის ფინალი

Image
 2022 წლის 19 ნოემბერს  ჩატარდა მაინქრაფთის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი რომელიც კვლავ ჩაატარა მე-7 კლასის მოსწავლეებმა შოთა ჭოლოკავამ და იაგო არზიანმა. ჟიურის წევრები გახვლათ სკოლის დირექტორი ქ-ნი მარინა ისკაკოვა, ისტის მასწავლებელი ქ-ნი ნათია კამკამიძე და მათემატიკის მასწავლებელი გიორგი პერანიძე . მოსწავლეებმა მაინკრაფტში ააშენეს პირამიდა მისი შიდა ინტერიერით და გარე ინტერიერით. მოსწავლეთა ნაშრომები ძალიან რეალისტური იყო. გამოვლინდა გამარჯვებულები #პირველი ადგილი დაიკავა ილია ოქროჭელიძემ და მედეა კოპალაძემ #მეორე ადგილი დაიკავა თენგიზ კორძაძემ და სანდრო კლდიაშვილმა #მესამე ადგილი დაიკავა ილია გულორდავამ და გიორგი მეტრეველმა

იაზროვნე ლოგიკურად

Image
  #ქ .ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში ჩატარდა ოლიმპიადა ,,იაზროვნე ლოგიკურად" 7-8 კლასებში. რომელიც ჩაატარეს მე-7 კლასელებმა ანა კელენჯერიძემ, ანასტასია სტურუამ და იაგო არზიანმა გამოვლინდნენ 1,2 და 3 ადგილოსნები: #პირველი ადგილი დაიკავა გუნდმა: ,,მეგატვინებმა".(7ა) (ვულოცავ გუნდს ამ წარმატებას) #მეორე ადგილი დაიკავა გუნდმა: ,,მზეთუნახავებმა".(7ბ) #მესამე ადგილი დაიკავა გუნდმა: ,,ვირტუოზებმა".(8ბ) ყველა გუნდს გადაეცა მონაწილეობის სერთიფიკატი. ასევე მადლობის სიგელი გადაეცა Giorgi Peranidze გაწეული დახმარებისთვის,ბოლომდე გვედგა გვერდში. (მადლობა კიდევ ერთხელ მას ) ასევე მადლობას ვუხდით Salo Tevdoradze დახმარებისთვის. მადლობას ვუხდით სკოლის ადმინისტრაციას გაწეული დახმარებისთვის. მე, როგორც ორგანიზატორი,ძალიან კმაყოფილი დავრჩი ამ დღით. P.S ბევრი სასაცილო პასუხებიც მივიღეთ

მათემატიკის ოლიმპიადა მესამეკლასელებისათვის

სადამრიგებლო საათი

 წარმატებული მოსწავლის ეტალონი (20 სექტემბერი) მსგავსება და განსხვავება. სხვა ქვეყნის წესჩვეულებები და მათი "მიმღებლობა" ურთიერთობა განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანებთან (31 ოქტომბერი) საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, აქტიური მოქალაქე. ემეგობრე სამართალდამცავებს (ნოემბერი) საახალწლო ღონისძიება კლასის მორთვა დაჯილდოება სამკერდე ნიშნებით თამბაქოს მავნე ზეგავლენა   მინი დისკუსია „ რას ნიშნავს ვიყო მზრუნველი და ვეხმარებოდე სხვებს“      3 მარტი დედის დღე.(საჩუქარი დედას ბავშვებისგან) დისკუსია " უკვე დიდი ვარ" 9 აპრილი  დისკუსია "ბუნებრივი კატასტროფების შემცირება" 2022-2023 სასწავლო წლის გ ეგმა 2022-2023 სასწავლო წლის  ანგარიში

შიდა დასწრების შეფასებები

  დასწრების ოქმი N1 დასწრების ოქმი N2 დასწრების ოქმი N3

საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, აქტიური მოქალაქე. ემეგობრე სამართალდამცავებს

 ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში " ემეგობრე პოლიციას" ბავშვები გაეცნენ სამაშველო, საპატრული, სასაზღვრო და გადაუდებელი სამსახურების მუშაობას, მათ თანამშრომლებს, აღჭურვილობას მიიღეს მრავალფეროვან გასართობებში მონაწილეობა, გაეცნენ ინფორმაციას, დაუახლოვდნენ სამართალდამცავებს.

საუკეთესო მშენებლები მანკრაფტში მე-6 კლასელები

Image
 2022 წლის 3 ნოემბერს მე-6 კლასელებს შორის ჩატარდა საუკეთესო მშენებლის წოდებისათვის შეჯიბრი, სადაც მოსწავლეებს ქონდათ დავალება აეშენებინათ რაჭის ღირსშესანიშნაობა, მოსწავლეებმა ააშენეს , ნიკორწმინდის მონასტერი, ბარაკონის ეკლესია, ცხრაჯვარი. აღნიშნულ პროექტს ორგანიზება გაუკეთეს მე-7 კლასელებმა შოთა ჭოლოკავამ და იაგო არზიანმა. შეჯიბრი დაძაბული გამოდგა მოსწავლეების ნამუშევრებმა დიდი ინტერესი გამოიწვია, ამ დაძაბულ შეჯიბრში გაიმარჯვეს მე-6 ა კლასის მოსწავლეების მიერ აშენებულმა ბარაკონის ეკლესიამ.

მსგავსება და განსხვავება. სხვა ქვეყნის წესჩვეულებები და მათი "მიმღებლობა" ურთიერთობა განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანებთან

 31 ოქტომბერს სხვადასხვა ქვეყნებში აღინიშნება ჰელოუნის დღესასწაული. საქართველოში ამ დღესასწაულისადმი არსებობს განსხვავებული შეხედულებები, ასევე არის გამეფებული აზრი ამ დღის  დაგმობისა. ვისაუბრეთ სხვადასხვა ქვეყნების ტრადიციებზე, მსგავსებებსა და განსხვავებებზე, მათ მიმღებლობასა და მიუღებლობაზე, 

საუკეთესო მშენებელი მაინკრაფტში

Image
 2022 წლის 27 ოქტომდებს სტარტი აიღო მე-7 , მე-5- მე-6 კლასელებს შორის საუკეთესო მშენებლის გამოვლენისათვის მაინკრაფტის შეჯიბრმა. 27 ოქტომბერს  მე-7 კლასელები შეეჯიბრნენ ერთმანეთს საუკეთესო ფეხბურთის მოედნის მშენებლობაში მაიკრაფტში სადაც გაიმარჯვეს მე-7 ბ კლასის მოსწავლეებმა და გამარჯვებულებს გადაეცათ შესაბამისი დიპლომები.

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი

 2022 წლის 1 ოქტომბერს. რობოტექნიკის კლუბთან ერთად ვეწვიეთ ილიაუნის სამეცნიერო პიკნისკს. წარვადგინეთ მოსწავლეთა მიერ შექმნილი მცანარის ავტომატური მორწყვის სისტემა. ბავშვებმა მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა დაგეგმილ გასართობ ღონისძიებებში.