სამკერდე ნიშნები
2020-2021 წლის დასაწყისისათვის კლასს წარვუდგინე სამკერდე ნიშნები. თითეული მათგანი გამოხატავდა ადამიანის იმ თვისებას , რომელიც საჭიროა ჰარმონიული ადამიანის ჩამოსაყალიბებლად. თითეულ სამკერდე ნიშნის მისაღებად მოსწავლეებს წინ უნდა წამოეწიათ და გამოეყენებინათ მათი საუკეთესო თვისებები, აღმოეჩინათ, ესწავლათ, ეცადათ და გაეთავისებინათ ის თვისებები რომლის დახმარებითაც "ჰომოსაპიენსს" ვუწოდებთ "ადამიანს". სამკერდე ნიშნის დარიგება დაეხმარება თითეულ მოსწავლეს იპოვოს საკუთარ თავში ძალა რომლის საშუალებითაც ის "შებოჭავს" მის "ცუდ" ქცევებს და უფრო მეტ გასაქანს "კარგ" თვისებებს მიცემს, რომლებიც დროთა განმავლობაში ხასიათში გადავა. გარდა ამისა, რადგან სამკერდე ნიშნის მოსაპოვებლად მათ მხოლოდ ერთი კარგი ქმედების ჩადენა კი არ უწევთ არამედ მთელი სემესტრის განმავლობაში უნდა შეძლონ და რაც შეიძლება მეტი კარგი ქცევებით დაამახსოვრონ თავი გარშემომყოფებს, ანუ მათ უწევთ გრძელვადიან პერიოდზე "იმუშაონ" რათა მიიღონ სასურველი სამკერდე ნიშანი, რაც მათშ