2022-2023 სასწავლო წლის ბოლოს წავედით რაჭაში, სადაც მოვინახულეთ ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარი, ამბროლაურის ცენტრი, სიყვარულის ჩანჩქერი, ნიკორწმინდა, შაორი, ცხრაჯვარი
23 მარტს ჩავატარე სადამრიგებლო საათი , რომლის ფარგლებშიც ბავშვებთან ერთად ვისაუბრეთ რას ნიშნავს "დიდობა", უნდა განსხვავდებოდეს თუ არა და განსხვავდება თუ არა სკოლანდელი მათი უფლებები და მოვალეობები ახლა მათ უფლებებსა და მოვალეობებთან შედარებით.
2023 წლის 22 თებერვალს სადამრიგებლო საათის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიება გადმოიწია 15 თებერვალს, სადაც მოწვეული გვყავდა სტუმარი, რომელთან ერთადაც მოვაწყვეთ მინი დისკუსია თუ რას ნიშნავს იყო მზრუნველი და დახმარების ხელი გაუწოდო სხვას. მოწვეული გვყავდა სტუმრად სასულიერო პირი, რომელმაც ისაუბრა ზრუნვასა და დახმარებაზე ბოლოს კი გაიმართა დისკუსია ამ საკითხზე.