Posts

Showing posts from 2022

მაინკრაფტის ფინალი

Image
 2022 წლის 19 ნოემბერს  ჩატარდა მაინქრაფთის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი რომელიც კვლავ ჩაატარა მე-7 კლასის მოსწავლეებმა შოთა ჭოლოკავამ და იაგო არზიანმა. ჟიურის წევრები გახვლათ სკოლის დირექტორი ქ-ნი მარინა ისკაკოვა, ისტის მასწავლებელი ქ-ნი ნათია კამკამიძე და მათემატიკის მასწავლებელი გიორგი პერანიძე . მოსწავლეებმა მაინკრაფტში ააშენეს პირამიდა მისი შიდა ინტერიერით და გარე ინტერიერით. მოსწავლეთა ნაშრომები ძალიან რეალისტური იყო. გამოვლინდა გამარჯვებულები #პირველი ადგილი დაიკავა ილია ოქროჭელიძემ და მედეა კოპალაძემ #მეორე ადგილი დაიკავა თენგიზ კორძაძემ და სანდრო კლდიაშვილმა #მესამე ადგილი დაიკავა ილია გულორდავამ და გიორგი მეტრეველმა

იაზროვნე ლოგიკურად

Image
  #ქ .ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში ჩატარდა ოლიმპიადა ,,იაზროვნე ლოგიკურად" 7-8 კლასებში. რომელიც ჩაატარეს მე-7 კლასელებმა ანა კელენჯერიძემ, ანასტასია სტურუამ და იაგო არზიანმა გამოვლინდნენ 1,2 და 3 ადგილოსნები: #პირველი ადგილი დაიკავა გუნდმა: ,,მეგატვინებმა".(7ა) (ვულოცავ გუნდს ამ წარმატებას) #მეორე ადგილი დაიკავა გუნდმა: ,,მზეთუნახავებმა".(7ბ) #მესამე ადგილი დაიკავა გუნდმა: ,,ვირტუოზებმა".(8ბ) ყველა გუნდს გადაეცა მონაწილეობის სერთიფიკატი. ასევე მადლობის სიგელი გადაეცა Giorgi Peranidze გაწეული დახმარებისთვის,ბოლომდე გვედგა გვერდში. (მადლობა კიდევ ერთხელ მას ) ასევე მადლობას ვუხდით Salo Tevdoradze დახმარებისთვის. მადლობას ვუხდით სკოლის ადმინისტრაციას გაწეული დახმარებისთვის. მე, როგორც ორგანიზატორი,ძალიან კმაყოფილი დავრჩი ამ დღით. P.S ბევრი სასაცილო პასუხებიც მივიღეთ

მათემატიკის ოლიმპიადა მესამეკლასელებისათვის

სადამრიგებლო საათი

 წარმატებული მოსწავლის ეტალონი (20 სექტემბერი) მსგავსება და განსხვავება. სხვა ქვეყნის წესჩვეულებები და მათი "მიმღებლობა" ურთიერთობა განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანებთან (31 ოქტომბერი) საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, აქტიური მოქალაქე. ემეგობრე სამართალდამცავებს (ნოემბერი) საახალწლო ღონისძიება კლასის მორთვა დაჯილდოება სამკერდე ნიშნებით თამბაქოს მავნე ზეგავლენა   მინი დისკუსია „ რას ნიშნავს ვიყო მზრუნველი და ვეხმარებოდე სხვებს“      3 მარტი დედის დღე.(საჩუქარი დედას ბავშვებისგან) დისკუსია " უკვე დიდი ვარ" 9 აპრილი  დისკუსია "ბუნებრივი კატასტროფების შემცირება" 2022-2023 სასწავლო წლის გ ეგმა 2022-2023 სასწავლო წლის  ანგარიში

შიდა დასწრების შეფასებები

  დასწრების ოქმი N1 დასწრების ოქმი N2 დასწრების ოქმი N3

საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, აქტიური მოქალაქე. ემეგობრე სამართალდამცავებს

 ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში " ემეგობრე პოლიციას" ბავშვები გაეცნენ სამაშველო, საპატრული, სასაზღვრო და გადაუდებელი სამსახურების მუშაობას, მათ თანამშრომლებს, აღჭურვილობას მიიღეს მრავალფეროვან გასართობებში მონაწილეობა, გაეცნენ ინფორმაციას, დაუახლოვდნენ სამართალდამცავებს.

საუკეთესო მშენებლები მანკრაფტში მე-6 კლასელები

Image
 2022 წლის 3 ნოემბერს მე-6 კლასელებს შორის ჩატარდა საუკეთესო მშენებლის წოდებისათვის შეჯიბრი, სადაც მოსწავლეებს ქონდათ დავალება აეშენებინათ რაჭის ღირსშესანიშნაობა, მოსწავლეებმა ააშენეს , ნიკორწმინდის მონასტერი, ბარაკონის ეკლესია, ცხრაჯვარი. აღნიშნულ პროექტს ორგანიზება გაუკეთეს მე-7 კლასელებმა შოთა ჭოლოკავამ და იაგო არზიანმა. შეჯიბრი დაძაბული გამოდგა მოსწავლეების ნამუშევრებმა დიდი ინტერესი გამოიწვია, ამ დაძაბულ შეჯიბრში გაიმარჯვეს მე-6 ა კლასის მოსწავლეების მიერ აშენებულმა ბარაკონის ეკლესიამ.

მსგავსება და განსხვავება. სხვა ქვეყნის წესჩვეულებები და მათი "მიმღებლობა" ურთიერთობა განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანებთან

 31 ოქტომბერს სხვადასხვა ქვეყნებში აღინიშნება ჰელოუნის დღესასწაული. საქართველოში ამ დღესასწაულისადმი არსებობს განსხვავებული შეხედულებები, ასევე არის გამეფებული აზრი ამ დღის  დაგმობისა. ვისაუბრეთ სხვადასხვა ქვეყნების ტრადიციებზე, მსგავსებებსა და განსხვავებებზე, მათ მიმღებლობასა და მიუღებლობაზე, 

საუკეთესო მშენებელი მაინკრაფტში

Image
 2022 წლის 27 ოქტომდებს სტარტი აიღო მე-7 , მე-5- მე-6 კლასელებს შორის საუკეთესო მშენებლის გამოვლენისათვის მაინკრაფტის შეჯიბრმა. 27 ოქტომბერს  მე-7 კლასელები შეეჯიბრნენ ერთმანეთს საუკეთესო ფეხბურთის მოედნის მშენებლობაში მაიკრაფტში სადაც გაიმარჯვეს მე-7 ბ კლასის მოსწავლეებმა და გამარჯვებულებს გადაეცათ შესაბამისი დიპლომები.

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი

 2022 წლის 1 ოქტომბერს. რობოტექნიკის კლუბთან ერთად ვეწვიეთ ილიაუნის სამეცნიერო პიკნისკს. წარვადგინეთ მოსწავლეთა მიერ შექმნილი მცანარის ავტომატური მორწყვის სისტემა. ბავშვებმა მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა დაგეგმილ გასართობ ღონისძიებებში.

წარმატებული მოსწავლის ეტალონი

 2022 წლის 20 სექტემბერს მე-7ა კლასში ჩატარდა წარმატებული მოსწავლის წარდგენა, სადაც მე-11 კლასის მოსწავლემ თამარ სანიკიანმა ბავშვებს გაუზიარა პირადი გამოცდილება იყო წარმატებული მოსწავლე. ისაუბრა მის მიღწევებზე, მათამდე მისასვლელ გზებზე და დასახულ მიზნებსა და მიზნებისკენ სწრაფვაზე, უპასუხა ჯერ გაოცებული და შემდეგ აღფრთოვანებული ბავშვების მიერ დასმულ შეკითხვებს. ჩაუსახა ბავშვებს იმედები, რწმენა და ჟინი თავადაც გახდნენ საუკეთესო მოსწავლეები.

რობოტექნიკის კლუბი

Image
 2021-2022 სასწავლო წლის დასაწყისში 33 სკოლაში ნათია კამკამიძის და გიორგი პერანიძის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა რობოტექნიკის კლუბი, სადაც მე-6 კლასის მოსწავლეები შეისწავლიან c++ პროგრამირების ენას და პროგრამირებადი დაფის arduino-ს დახმარებით სხვადასხვა ხელსაწყოების შექმნას. მოცწავლეებმა შეისწავლეს ნათურის, რელეს, ძრავის, ღილაკის  კონტროლის ალგორითმების წერა და ააწყვეს მცენარის ავტომატური მორწყვის სისტემა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა usaid-ის ფპროგრამის ფარგლებში შექმნილ იდეატორთა კლუბში და მოსწავლეები თავიანთი შექმნილი ნამუშევრით მიწვეულ იქნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ სამეცნიერო პიკნიკში. ვიდეორგოლის სანახავად დააჭირეთ ამ ტექსტს  

სამკერდე ნიშნები 2022 წლის მეორე სემესტრი

 2022 წლის დასასრულს მე-6 ა კლასის მოსწავლეებს გადაეცათ სამკერდე ნიშნები, იმისათვსი რომ მიეღოთ მათთვის სასურველი ჯილდო საჭირო იყო განვლილი მეორე სემესტრის განმავლობაში საზოგადოების წინაშე მათი ქმედებები შესაბამისობაში ყოფილიყო სამკერდე ნიშნის წოდებასთან მიმართებაში, ხოლო 2022 წლის ბოლოს მასწავლებლებისა და მოსწავლეების გადაწყვეტილებით სამკერდე ნიშნები გადაეცათ შემდეგ ბავშვებს

რა? სად? როდის? გაზაფხულის ფინალი

 2022 წლის 10 ივნისს  გაზაფხულის სეზონის ფინალი ჩატარდა სადაც  ერთმანეთს შეხვდნენ გამარჯვებული გუნდები მე-6ა და მე-6გ კლასელების გუნდები. შეჯიბრი მიმდინარეობდა ხან ერთი გუნდის უპირატესობით , ხან მეორესი და ამ დაძაბული ფინალის გამარჯვებულები გახდნენ მე-6ა კლასელების გუნდები.

მათემატიკის მე-7 შიდა სასკოლო ოლიმპიადა

 2022 წლის 28 მაისს ტრადიციულად ჩატარდა შიდა სასკოლო მათემატიკის ოლიმპიადა სადაც მონაწილეობა მიიღეს მე-6 კლასელებისაგან შემდგარმა გუნდებმა: გვანცას გუნდი, ვუნდერკინდი, ვუნდერკინდები, მათემატიკოსები. გუნდურ შეჯიბრშ თანაბარი ქულების მოპოვების შემდეგ, გამარჯვებისათვის ბრძოლა გააგრძელეს კაპიტნებმა სადაც ყველაზე ჭკვიანი კაპიტნისა და პირველი ადგილის ტიტულიც დაიმსახურა გუნდ ვუნდერკინდების კაპიტანმა ლიზი შარაშენიძემ

მათემატიკის მე-6 შიდა სასკოლო ოლიმპიადა

  2022 წლის 31 აპრილს ტრადიციულად ჩატარდა შიდა სასკოლო მათემატიკის ოლიმპიადა სადაც მონაწილეობა მიიღეს მე-6 კლასელებისაგან შემდგარმა გუნდებმა: გვანცას გუნდი, ვუნდერკინდი, ვუნდერკინდები, მათემატიკოსები. გუნდურ შეჯიბრშ თანაბარი ქულების მოპოვების შემდეგ, გამარჯვებისათვის ბრძოლა გააგრძელეს კაპიტნებმა სადაც ყველაზე ჭკვიანი კაპიტნისა და პირველი ადგილის ტიტულიც დაიმსახურა გუნდ ვუნდერკინდების კაპიტანმა ლიზი შარაშენიძემ

რა, სად, როდის

Image
 2022 წლის 2 აპრილს დაიწყო ახალი პროექტი მე-6 კლასელების მონაწილეობით, სადაც მე-6 კლასელები სხვადასხვა საგნებიდან კითხვებს უსვამენ მე-6 კლასელებისაგან შემდგარ გუნდს. სეზონი გახსნა მე-6 გ კლასელებისაგან შემდგარმა გუნდმა  ნინო გველესიანის ლიდერობით. გუნდმა წარმატებით იასპარეზა და გაიმარჯვა მაყურებლებთან, რითაც მიიღო შანსი იასპარეზოს ფინალურ შეჯიბრში

მათემატიკის მე-5 შიდა სასკოლო ოლიმპიადა

Image
 2022 წლის 31 მარტს ტრადიციულად ჩატარდა შიდა სასკოლო მათემატიკის ოლიმპიადა სადაც მონაწილეობა მიიღეს მე-6 კლასელებისაგან შემდგარმა გუნდებმა: გვანცას გუნდი, ვუნდერკინდი, ვუნდერკინდები, მათემატიკოსები. გუნდურ შეჯიბრშ თანაბარი ქულების მოპოვების შემდეგ, გამარჯვებისათვის ბრძოლა გააგრძელეს კაპიტნებმა სადაც ყველაზე ჭკვიანი კაპიტნისა და პირველი ადგილის ტიტულიც დაიმსახურა გუნდ ვუნდერკინდების კაპიტანმა ლიზი შარაშენიძემ

მათემატიკის მე-4 შიდა სასკოლო ოლიმპიადა

Image
2022 წლის 24 თებერვალს ჩატარდა მათემატიკის შიდა სასკოლო ოლიმპიადა. სადაც მონაწილეობა მიიღეს მე-6 კლასელებისაგან შემდგარმა გუნდებმა: ვუნდერკინდები, უჭკვიანესები, ვუნდერკინდი, მეგატვინები, ჭკუის კოლოფები, ტვინიკოსები.