შიდა სასკოლო მათემატიკის ოლიმპიადა
2019 წლის 7 ნოემბერს გაიმართა შიდა სასკოლო მათემატიკის ოლიმპიადა. მონაწილეობდნენ "მეგატვინები", "ტვინიკოსები", "ოქროს ხუთეული", "პირველები" , "ვუნდერკინდები" და სუპერტვინები. დაძაბულ ბრძოლაში, დამატებითი კითხვები დაისვა "პირველების" კაპიტანსა და "სუპერტვინების " კაპიტანს შორის და გაიმარჯვა გუნდმა "სუპერტვინებმა". პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცათ შესაბამისი დიპლომები. ხოლო გუნდ "სუპერტვინების " კაპიტანს, როგორც ყველაზე მეტი სწორი პასუხების გაცემისათვის "ყველაზე საზრიანი კაპიტნის" დიპლომი. მსგავსი შეჯიბრი არ იქნება ერთჯერადი და ჩატარდება ყოველთვიურად.